გაგიჟდა თერგი, არაგვი მორბის,
დაუშვებს უშბა სიბრაზის ზვავს!
შავი ზღვა ღელავს ვით სისხლი კოლხის,
ივერის დაცვის სურვილი კლავს
მეომართ სულისკვეთება ბრძოლის
მოგების ჟინით აღვსილნი ვართ
სამშობლოს ჩვენსას არვის დავუთმობთ
და გავიმარჯვებთ ჩვენ ამის გვწამს
ვერ ეღირსება ვერასდროს მტერი
ჩვენსას მშობლიუს მიწას და ცას
ძვირფასს ჩვენს წარსულს მუდამ დავიცავთ
და გავიმარჯვებთ ჩვენ ამის გვწამს
და როს გაბრიყვდეს ურჯულო მტერი,
ურიცხვი ურდო მოგვადგეს კარს,
აბჯარს აისხამს მამაცი ერი
ბერები გერგეთს დარეკენ ზარს!
ცისკენ აღვმართავთ ხუთჯვრიან დროშას
ერთხმად წარმოვთქვამთ საომარ ლექსს
ბრძოლის წინ მედგრად შევძახებთ ვაშას!
ხმას გავაგონებთ არხოტის მთებს.
თუ არ დაოკდა მტარვალი ბრიყვი
ქართული მკლავი მოიქნევს ხმალს
თუმცა მეტია ბოროტთა რიცხვი
მეტოქის ტირილს გავატანთ ქარს
და ორ ზღვას შორის ცისკრის ვარსკვლავი გაბრწყინდება
შემუსრავს ბოროტ საქართველო აღორძინდება
Australian band Aquilus smashes genre boundaries to smithereens, combining classical orchestration with black metal on this riveting LP. Bandcamp New & Notable Dec 13, 2021
Bridging Nordic black metal with traditional Celtic folk, the Idaho crushers forge heavy music with a heroic medieval spirit. Bandcamp New & Notable Oct 11, 2023